გაკვეთილის
გეგმის ფორმა
გაკვეთილის მთავარი თემა
|
საგანი:
სპორტი, კალათბურთი ბურთი გადაცემები
ადგილზე და მოძრაობაში
|
სწავლების
საფეხური
|
დაწყებითი,
vგ კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე, სსსმ - მოსწავლე არ მყავს
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ჯანსაღი ცხოვრების წესის გაცნობიერება, საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების გამოვლენა
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
სპორტული აქტივობისას აითვისონ და წარმოაჩინონ ძირითადი სამოძრაო უნარ - ჩვევები,
( რბენა, ხტომა, ბურთის ფლობის ტექნიკა და ა. შ). და გამოავლინონ სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარები
(მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, გუნდური თამაშის პრინციპის გააზრება, უსაფრთხოების
დაცვა) და სხვა
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ ბურთის ტარება ხელების შენაცვლებით ადგილზე და მოძრაობაში,
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
კალათბურთის ბურთები, მოედანი, სასტვენი, წამზომი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1.
გაკვეთილს ვიწყებ თემის, მიზნის და შეფასების კრიტერიუმებს გაცნობით -3წთ.
2. კლასი მოეწყობა და იწყებს ნელ სირბილს , დარბაზის გარშემო, სირბილის შემდეგ აკეთებს გამახურებელ ვარჯიშებს,
რათა მოემზადოს სხეული მოცემული ფიზიკური აქტივობის შესასრულებლად 5წთ.
3. მოსწავლეებს გამოწვევის ფაზაში ვეკითხები, თუ შეიძლება
მაჩვენონ, როგორ შეიძლება ბურთის გადაცემა მკერდიდან, თავს ზემოდან, ერთი ხელით,
როგორ ასრულებენ ტექ ნიკურად. . შემდგომ მასწავლებელი ერთერთი მოსწავლის დახმარებით აჩვენებს
კლასს ბურთის გადაცემის ტექნიკურ მოძრაობას 5წთ.
4.
კლასი იყოფა ორ გუნდად და აკეთებენ ბურთის გადაცემებს, ჯერ ადგილზე
7 წთ, 5. შემდგომ მოძრაობაში ორი ხელით მკერდიდან, თავს
ზემოდან და ხელების შენაცვლებით, მთელი დარბაზის
პერიმეტრზე. 15წთ. 6.
ფიზიკური აქტივობის დასრულების შემდგომ კლასი აკეთებს სუნთქვით დამამშვიდებელ ვარჯიშებს-3წთ , მასწავლებელი აფასებს გაკვეთილის შეფასების კრიტერიუმებით. (განმავითარებელი შეფასება- ( კომენტარებით) 2წთ
|
No comments:
Post a Comment